„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს სოფელ გუმათში, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ხვდება
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ გუმათში, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ხვდება.
აქციის მონაწილეებმა ლომინაძეს კიდევ ერთხელ გააცნეს მათი მოთხოვნები.
ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგები დილიდან სოფელ გუმათში არიან შეკრებილი. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ზაზა ლომინაძემ მათ განუცხადათ, რომ ხელისუფლების წარმომადეგნელბსა და აქციის მონაწილეებს შორის მორიგი შეხვედრა პარასკევამდე შედგება.
აქციის მონააილეები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კვლავ სოფელ ნამახვანისკენ გადაადგილების უფლებას ითხოვენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რკინის კონსტრუქციის ნაწილი, რითიც რამდენიმე დღის განმავლობაში გზა იყო გადაკეტილი, გუშინ აიღო, თუმცა სოფელ ნამახვანისკენ მოძრაობა ისევ აკრძალულია.
თავის მხრივ, საავტომობილო გზა სამშენებლო კომპანიის ვტომობილებისთვის გადაკეტილი აქვთ ჰესის მოწინააღმდეგეებსაც. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ისინი ელოდებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების განმარტებით, დიალოგი მაშინ გაგრძელდება, როდესაც მათი მოთხოვნები შესრულდება.