ლევან დავითაშვილი - „ენკასთან“ გვაქვს მოლაპარაკებები არსებულ შეთანხმებაში სხვადასხვა ტიპის ცვლილებაზე, ნამახვანი რჩება სტრატეგიულ პროექტად და ამ თუ სხვა ფორმატით, აუცილებლად განხორციელდება
ლევან დავითაშვილი - „ენკასთან“ გვაქვს მოლაპარაკებები არსებულ შეთანხმებაში სხვადასხვა ტიპის ცვლილებაზე, ნამახვანი რჩება სტრატეგიულ პროექტად და ამ თუ სხვა ფორმატით, აუცილებლად განხორციელდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანია „ენკამ“ „ნამახვაჰნესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანიასთან სხვადასხვა ტიპის ცვლილებაზე, რომელიც შესაძლოა, შევიდეს არსებულ შეთანხმებაში.

მისივე თქმით, ნამახვანი სტრატეგიულ პროექტად რჩება და აუცილებლად განხორციელდება.

„იცით, რომ „ენკამ“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, მიმართა არბიტრაჟს, თუმცა ჩვენ დიალოგის რეჟიმში ვართ კომპანიასთან. გვაქვს მოლაპარაკებები, საუბარი სხვადასხვა ტიპის ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება, შევიდეს არსებულ შეთანხმებაში, რათა ეს ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი განხორციელდეს. მინდა, გითხრათ, ჩვენთვის ნამახვანი რჩება სტრატეგიულ პროექტად და ამ ფორმატით, თუ სხვა ფორმატით, აუცილებლად განხორციელდება. უახლოეს ხანებში გვექნება დამატებითი ინფორმაცია მოლაპარაკების შედეგად, შესაბამისად, ამას გაგიზიარებთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში ყოფნისას.