მსოფლიოს პირველ ჩოგანს, რაფაელ ნადალს ათი დღის წინ, 32 წელი შეუსრულდა. ესპანელმა ჩოგბურთელმა ამ ასაკისთვის ტიტულების რაოდენობით გაუსწრო შვეიცარიელ როჯერ ფედერერს.
ფედერერი 2013 წლის 8 აგვისტოს გახდა 32 წლის. იმ მომენტისთვის, როჯერი 77 ტიტულს ფლობდა, მათ შორის, “დიდი სლემის” ჩემპიონატებში 17 გამარჯვება ჰქონდა, “მასტერსის” სერიაში – 21, ხოლო საერთო სტატისტიკა იყო – 906 მოგება და 206 წაგება. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, შვეიცარიელმა ტიტულების რაოდენობა 97-მდე აიყვანა და 1149 მოგებული მატჩი დაუგროვდა.
ნადალმა 32 წლის ასაკს 79 ტიტულით მიაღწია, აქედან 17 – “დიდ სლემზე” და 32 – “მასტერსებზე” მოიგო, 903 მატჩში გაიმარჯვა და 187-ში დამარცხდა. ესპანელმა ეს სტატისტიკა გასულ კვირას, როლან გაროსის მოგების შემდეგ დააფიქსირა.