ნადალი ფედერერის გრაფიკს უსწრებს
ნადალი ფედერერის გრაფიკს უსწრებს

მსოფლიოს პირველ ჩოგანს, რაფაელ ნადალს ათი დღის წინ, 32 წელი შეუსრულდა. ესპანელმა ჩოგბურთელმა ამ ასაკისთვის ტიტულების რაოდენობით გაუსწრო შვეიცარიელ როჯერ ფედერერს.

ფედერერი 2013 წლის 8 აგვისტოს გახდა 32 წლის. იმ მომენტისთვის, როჯერი 77 ტიტულს ფლობდა, მათ შორის, “დიდი სლემის” ჩემპიონატებში 17 გამარჯვება ჰქონდა, “მასტერსის” სერიაში – 21, ხოლო საერთო სტატისტიკა იყო – 906 მოგება და 206 წაგება. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, შვეიცარიელმა ტიტულების რაოდენობა 97-მდე აიყვანა და 1149 მოგებული მატჩი დაუგროვდა.

ნადალმა 32 წლის ასაკს 79 ტიტულით მიაღწია, აქედან 17 – “დიდ სლემზე” და 32 – “მასტერსებზე” მოიგო, 903 მატჩში გაიმარჯვა და 187-ში დამარცხდა. ესპანელმა ეს სტატისტიკა გასულ კვირას, როლან გაროსის მოგების შემდეგ დააფიქსირა.