„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატების ოფისებთან საპროტესტო შინაარსის სტიკერები გააკრეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებმა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატების მერაბ ქვარაიასა და ედიშერ თოლორაიას ბიუროს ოფისებთან სტიკერები გააკრეს წარწერით, „გაიცანი 92 წითელარმიელიდან ერთ-ერთი“ და „გახარია წადი“.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს დაუჭირეს მხარი და რუსი ოკუპანტის დავალებები პირნათლად შეასრულეს.