„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატების ოფისებთან საპროტესტო შინაარსის სტიკერები გააკრეს

13:58, 05.07.2019

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებმა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატების მერაბ ქვარაიასა და ედიშერ თოლორაიას ბიუროს ოფისებთან სტიკერები გააკრეს წარწერით, „გაიცანი 92 წითელარმიელიდან ერთ-ერთი“ და „გახარია წადი“.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს დაუჭირეს მხარი და რუსი ოკუპანტის დავალებები პირნათლად შეასრულეს.

მსგავსი