რომან გოცირიძე - თბილისის რვა ოლქიდან ორი დღემდე შეუთანხმებელია, რეგიონებში რა პროცესები წავიდოდა, ამ გზით რომ წავსულიყავით, ძალიან კარგად ვიცით
რომან გოცირიძე - თბილისის რვა ოლქიდან ორი დღემდე შეუთანხმებელია, რეგიონებში რა პროცესები წავიდოდა, ამ გზით რომ წავსულიყავით, ძალიან კარგად ვიცით

როცა თბილისში უპრეცედენტო დათმობაზე წავედით და „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ ორ ოლქში ვიყრით კენჭს, დიდუბეში ოპოზიციამ დღემდე ვერ შეძლო კანდიდატის დაყენება, საბურთალოზე კანდიდატი არ არის შეთანხმებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ იცოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თითქმის ყველა რეგიონში დააყენებდა მაჟორიტარი დეპუტატობის რამდენიმე კანდიდატს.

„ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ რეგიონებში, თითქმის ყველგან, საკუთარ კანდიდატებს ვაყენებდით, ეს ნიშნავდა ერთ-ორ გამონაკლისს. ეს გამონაკლისი კი, შეიძლება, დაშვებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია დარწმუნებული იქნება, რომ პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ დამარცხებას მოემსახურება. როცა თბილისში უპრეცედენტო დათმობაზე წავედით და მხოლოდ ორ ოლქში ვიყრით კენჭს, დიდუბეში ოპოზიციამ დღემდე ვერ შეძლო კანდიდატის დაყენება, საბურთალოზე კანდიდატი არ არის შეთანხმებული. ერთი თვე გავიდა, ველოდებით და ძალიან დიდ დროს ვკარგავთ. როცა რვა ოლქში ორი ოლქი დღემდე შეუთანხმებელია, რა პროცესები წავიდოდა რეგიონში ამ გზით რომ წავსულიყავით, ძალიან კარგად ვიცით“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლების დამარცხებისთვის დროული საარჩევნო კამპანიის დაწყებაა საჭირო.

„გვინდა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და ამისთვის საჭიროა დროული საარჩევნო კამპანიის დაწყება. კანდიდატებს თითქმის ყველგან ვაყენებთ. თითქმის არ გამორიცხავს რაღაც შეთანხმებას, მაგრამ რეგიონებში არსებითად გავდივართ საკუთარი კანდიდატებით და ამ თემის ირგვლივ სპეკულაციებს არავითარი აზრი არ აქვს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.