მზია პატარკაციშვილი - როგორც ჩანს, „რუსთავი 2“ თავისი ჩვეული ბინძური ხელწერით ბადრიზე მორიგ გულისამრევი რეპორტაჟს ამზადებს
ბადრი პატარკაციშვილის და, მზია პატარკაციშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სავარაუდოდ „რუსთავი 2“ პატარკაციშვილთან დაკავშირებით „მორიგ გულისამრევ რეპორტაჟს ამზადებს“.
„რ2 დაგვიმახსოვრეთ!
მორიგი წინასაარჩევნო მანიპულაცია! ბინძური, ამაზრზენი მეთოდები! ბადრის სახელთან დაკავშირებული კიდევ ერთი უსაფუძვლო სპეკულაცია! იმ ქვეყნადაც არ ასვენებენ!
როგორც ჩანს, „რუსთავი 2“ თავისი ჩვეული ბინძური ხელწერით ბადრიზე მორიგ გულისამრევი რეპორტაჟს ამზადებს. ამდენი წელი გავიდა და ისევ ბადრის ებრძვიან, ისევ ვერ მოუნელებიათ ის სიყვარული და პატივისცემა, რაც ბადრის დამსახურებულად ჰქონდა ხალხისგან!
როგორც ჩანს, პოლიტიკური ქულების მოპოვების გარდა, მათი მიზანი დედაჩვენის საბოლოოდ განადგურებაა, რომელიც მიღებული ნერვული და ემოციური სტრესის ფონზე დღესაც კლინიკაში იმყოფება.
რ2 დაგვიმახსოვრეთ!
არავითარი მორიდება!
არც პატივისცემა! – თუმცა ამ ნაძირლებისაგან სხვა რას უნდა ელოდო არაადამიანობის გარდა!
როგორც ჩანს, ჩვენი მხრიდან მათთვის არასასურველი კანდიდატის მხარდაჭერა ამ ფორმით ისჯება!
p.s. დაგვიმახსოვრეთ!“, – წერს „ფეისბუქში“ მზია პატარკაციშვილი და აქვეყნებს შეტყობინებას, რომელიც მან სოციალურ ქსელში მიიღო.