ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლოში პროკურატურის მოწმე დაკითხეს
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლოში პროკურატურის მოწმე დაკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე პროცესი გაიმართა. პროცესზე პროკურატურის მოწმემ, კუდ-ის ყოფილმა თანამშრომელმა ზურაბ პავლიაშვილმა დაადასტურა, რომ დიქტოფონი მისი სახლის ჩხრეკისას მართლაც ამოიღეს. ბრალდების მხარის მტკიცებით, ამ დიქტოფონზეა ჩაწერილი აუდიო ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის ორგანიზებაზე, რომელიც მოდულის შენობაში გამართულ თათბირს ასახავს.

როგორც მოწმის სახით დაკითხვისას პავლიაშვილმა განაცხადა, ის ჩხრეკას არ ესწრებოდა, რადგან დაკავებული იყო სხვა საქმეზე. კერძოდ, პავლიაშვილი პოლიტიკოსების ფარული კადრების საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით იყო დაკავებული.

რაც შეეხება პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმის შესახებ მოდულში ჩატარებული თათბირის ჩანაწერს, მისი თქმით, დიქტოფონზეა ჩაწერილი.

„სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ დიქტოფონი სახლში მქონდა, რადგან მას შტრიხკოდი არ ჰქონდა და ახალმა თანამშრომლებმა არ ჩაიბარეს. ჩანაწერი როცა კეთდებოდა, მე არასდროს არ ვისმენდი. ის უნდა გადაეტანათ დისკზე და მერე მოგვესმინა. დიქტოფონი ჩემს უჯრაში იდო, ძველ ტელეფონებთან. ამ დიქტოფონის გამოყენება არასდროს გვიცდია. როდესაც დაკავებული ვიყავი, გამომძიებელი შემოვიდა და წარმომიდგინა დიქტოფონი, მკითხა, საიდან მქონდა. იმ საქმეზე, 2016 წლის 7 აპრილს უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დამაკავეს“, – განაცხადა ზურაბ პავლიაშვილმა.

მისივე თქმით, ფიქტოფონს კონფიდენციალური კონტაქტების დროსაც იყენებდნენ, შემდეგ კი ჩანაწერები კუდ-ის ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტში ჩაჰქონდა.

დატოვე კომენტარი