„ლაქტალისი“ მომხმარებლებს მოუწოდებს, Celia-ს, Picot-ისა და Milumel-ის პროდუქცია არ გამოიყენონ
„ლაქტალისი“ მომხმარებლებს მოუწოდებს, Celia-ს, Picot-ისა და Milumel-ის პროდუქცია არ გამოიყენონ

ბავშვთა კვების​ პროდუქტებში Celia, Picot, Milumel-ში აღმოჩენილ სალმონელას ბაქტერიასთან დაკავშირებით, ფრანგული კომპანიის Lactalis-ი განცხადებას ავრცელებს და რეკომენდაციებს გასცემს.

„საფრანგეთში წარმოებული ბავშვთა კვების ზოგიერთ პარტიაში არსებობს სალმონელას გამოვლენის ეჭვი რასაც დიარეისა და ტემპერატურის მატების გამოწვევა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული საექსპორტო პარტია შესაბამისობაში იყო ადგილობრივ კანონმდებლობასთან, Lactalis-მა გადაწყვიტა რეალიზაციიდან ამოიღოს 2017 წლის 15 თებერვლის შემდეგ წარმოებული პროდუქცია”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. 

Lactalis-ი მომხმარებლებს მოუწოდებს, არ მოიხმარონ აღნიშნული პარტიის პროდუქცია. იმ შემთხვევაში თუ პროდუქტის დაუყოვნებლივ ჩანაცვლება ვერ ხერხდება, კომპანია რეკომენდაციის სახით, მომხმარებლებს ურჩევს სულ მცირე 2 წუთის განმავლობაში ადუღონ მომზადებული რძე და კვლავ სათანადო ტემპერატურაზე გაგრილების შემდეგ მისცენ ის ჩვილს

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიაში დაწყებულია სადეზინფექციო და სანიტარული პროცედურები, რის შემდეგაც პროდუქციის წარმოება განახლდება.

კომპანია Lactalis-ის პროდუქცია საქართველოშიც შემოდის.