ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიტე ნაწილობრივ ჩამოყალიბდა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის განაცხადზე. მან დაასახელა 15 ფეხბურთელი, რომელიც აუცილებლად ითამაშებს მუნდიალზე.
ამ სიაში მოხვდნენ:
მეკარე – ალისონი (“რომა”, იტალია);
მცველები – დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა (ყველა – “პარი სენ-ჟერმენი”, საფრანგეთი), მირანდა (“ინტერი”, იტალია), მარსელო (“რეალი”, ესპანეთი);
ნახევარმცველები – კაზემირო (“რეალი”, ესპანეთი), რენატო აუგუსტო (“ბეიჟინგ გოანი“, ჩინეთი), პაულინიო, ფილიპე კოუტინიო (ორივე – “ბარსელონა”, ესპანეთი), ფერნანდინიო (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), ვილიანი (“ჩელსი”, ინგლისი);
ფორვარდები – ნეიმარი (“პარი სენ-ჟერმენი”, საფრანგეთი), გაბრიელ ჟესუსი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), რობერტო ფირმინო (“ლივერპული”, ინგლისი).
“ეს ფეხბურთელები რეგულარულად თამაშობენ თავიანთ კლუბებში და უკვე ყველაფერი დაამტკიცეს”, – მოჰყავს ტიტეს სიტყვები Terra.
მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებებმა გაფართოებული განაცხადი 14 მაისამდე უნდა წარმოადგინონ, საბოლოო 23-კაციანი განაცხადი – 4 ივნისს.