კატარი 2022 | ტიტე - ნეიმარს პენალტი ბოლოს უნდა დაერტყა, რადგან ფსიქოლოგიურად ძლიერი მოთამაშე გვჭირდებოდა #1TVSPORT
კატარი 2022 | ტიტე - ნეიმარს პენალტი ბოლოს უნდა დაერტყა, რადგან ფსიქოლოგიურად ძლიერი მოთამაშე გვჭირდებოდა #1TVSPORT

ბრაზილიის ნაკრების აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა ტიტემ, რომელმაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიასთან (1:1, 2:4 პენალტების სერიაში) დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ პოსტიდან გადადგა, განმარტა, თუ რატომ უნდა დაერტყა ნეიმარს მეხუთე პენალტი.

„რადგან ეს მეხუთე, გადამწყვეტი პენალტია, ამ დროს მოთამაშეზე დიდი ფსიქოლოგიური წნეხია. ჩვენ გვჭირდებოდა მაღალი კლასის ფეხბურთელი, ფსიქოლოგიურად ძლიერი, რომ ბოლო დარტყმა გაგვეტანა, სულ ეს არის“ – განაცხადა ტიტემ გამოცემა UOL-თან საუბრის დროს.

ხორვატიასთან მატჩში ნეიმარმა ძირითად დროში გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა, მაგრამ ეს საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.