ტიტემ ამხანაგური მატჩებისთვის ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა - სიაში ვერ მოხვდა გაბრიელ ჟესუსი #1TVSPORT
ტიტემ ამხანაგური მატჩებისთვის ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა - სიაში ვერ მოხვდა გაბრიელ ჟესუსი #1TVSPORT

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ შემადგენლობა დაასახელა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის წინ ბოლო ორი ამხანაგური მატჩისთვის – განასთან (23 სექტემბერი) და ტუნისთან (27 სექტემბერი).

26-კაციან სიაში ვერ მოხვდა გაბრიელ ჟესუსი, რომელმაც ახალ სეზონში შესანიშნავი სტარტი აიღო „არსენალის“ შემადგენლობაში.

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები – ალისონი (ლივერპული, ინგლისი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ვევერტონი (პალმეირასი);

მცველები – დანილო, ალექს სანდრო (ორივე – იუვენტუსი, იტალია), ალექს ტელესი (სევილია, ესპანეთი), მარკინიოსი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ედერ მილიტაო (რეალი, ესპანეთი), ტიაგო სილვა (ჩელსი, ინგლისი), გლეისონ ბრემერი (იუვენტუსი, იტალია), როჟერ იბანიესი (რომა, იტალია);

ნახევარმცველები – კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი, ინგლისი), ფაბინიო (ლივერპული, ინგლისი), ფრედი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ლუკას პაკეტა (ვესტ ჰემი, ინგლისი), ევერტონ რიბეირო (ფლამენგო).

ფორვარდები – ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ვინისიუსი, როდრიგო (ორივე – რეალი, ესპანეთი), რიშარლისონი (ტოტენჰემი, ინგლისი), რაფინია (ბარსელონა, ესპანეთი), მატეუს კუნია (ატლეტიკო), რობერტო ფირმინო (ლივერპული, ინგლისი), პედრო (ფლამენგო), ანტონი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი).