კატარი 2022 | ფერნანდო დინიზი ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელობაზე ერთ-ერთი ძირითადი კანდიდატია #1TVSPORT

08:00, 12.12.2022
RIO DE JANEIRO, BRAZIL - OCTOBER 23: Fernando Diniz coach of Fluminense during a match between Fluminense and Botafogo as part of Brasileirao 2022 at Maracana Stadium on October 23, 2022 in Rio de Janeiro, Brazil. (Photo by Wagner Meier/Getty Images)

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში სენსაციური მარცხის შემდეგ ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ გადადგომის შესახებ გამოაცხადა, შესაბამისად, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია მალე დაიწყებს ახალი მწვრთნელის ძებნას. ბრაზილიურ პრესაში წერენ, რომ ყველაზე დიდი მხარდაჭერით სარგებლობს „ფლუმინენსეს“ დამრიგებელი ფერნანდო დენიზი.

მას უკვე დაუჭირა მხარი ლეგენდარულმა რონალდომ, რომელსაც მიაჩნია, რომ დინიზი სწორედ ის ადამიანია, რომელიც ნაკრებს სჭირდება და არ უნდა მიაქციონ ყურადღება მის უტიტულო კარიერას.

„ვფიქრობ, ბევრს შეეპარება ეჭვი მასში, რადგან ტიტულები მოგებული არ აქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის კარგი მწვრთნელია“, – განუცხადა გაზეთ Marca-ს რონალდომ.

ასევე ბრაზილიური პრესა იტყობინება, რომ დინიზის კანდიდატურა მიიღეს ნაკრების ლიდერებმა. ნეიმარი და სხვები დარწმუნებულნი არიან, რომ სწორედ მას შეუძლია სათავეში ჩაუდგეს ბრაზილიის ნაკრებს. მისი შემტევი სტილი და ბურთის კონტროლზე აქცენტი მოსწონთ ფეხბურთელებს.

მსგავსი