მუხიანის სარაგბო კომპლექსში ჭერი ჩამოინგრა [ვიდეო]

მუხიანის სარაგბო კომპლექსში, ახალგარემონტებულ შენობაში ჭერი ჩამოინგრა.

ინციდენტის დროს ოთახში საფეხბურთო კლუბ „შევარდენი-1906“-ის წევრები იმყოფებოდნენ.

საფეხბურთო კლუბის დამფუძნებლის, გიორგი ხუბეჯაშვილის განცხადებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შესაძლოა, ფაქტს მძიმე შედეგი მოჰყოლოდა.

„შემთხვევის დროს ოთახში არ ვიმყოფებოდი, თუმცა, ჭერის ჩამონგრევის დროს ოთახში იყო საფეხბურთო კლუბ „შევარდენი-1906“-ის მთლიანი სამწვრთნელო შტაბი. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, თუმცა შეიძლებოდა ძალიან მძიმე შედეგები მოჰყოლოდა ამ ყველაფერს“,- განაცხადა ხუბეჯაშვილმა.

ინციდენტის შემდეგ გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.