მუხიანის მეორე და მესამე მიკრორაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება
„თელასის“ ინფორმაციით, მუხიანის მეორე და მესამე მიკრორაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
„გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 24 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება გლდანის რაიონში. 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II და III მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ თელასში.