თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 14 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კოსმონავტების სანაპიროს, კარალეთის და სამტრედიის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, თეთრი ხევის დასახლების, ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მუხაძის და ახვლედიანის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ჯავახეთის და ხომლელის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაკურიანის, ბალანჩივაძეების, ჩიქოვანის და ლიხაურის ქუჩების  მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 8 მარტის, სარაჯიშვილის, ტარიელის, ცხემის, ბორბალოს, მესხის, რიწის და ძმები კაკაბაძეების ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი