დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ვეძისის დასახლების, გოთუას და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას;

კრწანისის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მოსახლეობას;

სამგორის რაიონი -​ 12:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის, ენუქიძის და მებაღეობის ქუჩების მოსახლეობას;​ 13:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების, მახათას  მთის და შანდორ პეტეფის ქუჩის მოსახლეობას;

გლდანის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის და გლდანის ხევის დასახლების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.