მუხიანის მეორე და მესამე მიკრორაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

08:39, 24.03.2020

„თელასის“ ინფორმაციით, მუხიანის მეორე და მესამე მიკრორაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

„გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 24 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება გლდანის რაიონში. 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II და III მიკრორაიონების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ თელასში.

მსგავსი