მთლიანად მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილები შეიძლება 2019 წელს გამოჩნდეს
მთლიანად მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილები შეიძლება 2019 წელს გამოჩნდეს

პროტოტიპური ავტომობილის, Lightyear One-ს შემქმნელებს აქვთ ამბიცია, რომ მანქანა მთლიანად მზის ენერგიას გამოიყენებს, რაც მრავალ ადამიანს აქამდე შეუძლებლად მიაჩნდა. თუმცა ახლახან, კომპანიამ კლიმატის ცვლილების ინოვაციური ჯილდო (Climate Change Innovator Award) მოიგეს.

ნიდერლანდური სტარტაპის, Lightyear-ის მიერ დაპროექტებულ „ავტომობილს, რომელიც თავისით იტენება“, შეუძლია დატენვის გარეშე რამდენიმე თვე იაროს და დაფაროს 400-800 კმ მანძილი. მაგრამ შესაძლებელია თუ არა მზის ენერგიაზე მომუშავე მანქანის შექმნა?

წლების მანძილზე, „მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილის“ კონცეპტი ელექტრომობილთა ინდუსტრიაში იმედისმომცემ, შესაძლებელ მომავლად მიიჩნეოდა. მაგრამ როგორც ბევრი ამტკიცებს, ეს კონცეპტი არა მხოლოდ არაპრაქტიკული, არამედ შეუძლებელია.

მაგალითად, აღმოჩნდა, რომ Toyota Prius-ისთვის შექმნილი მზის სახურავი გამოსადეგი იყო მხოლოდ ბატარეის დამუხტვის ტრადიციულ სისტემასთან კომბინაციაში და რაც მთავარია, მანქანის გარბენს უმატებდა მხოლოდ 6,5 კილომეტრით, რაც არც თუ ისე შთამბეჭდავია.

ერთ-ერთმა ინჟინერმა გამოთვალა მზის სახურავიანი მანქანის სიმძლავრე მზის ოპტიმალური დასხივების პირობებში და შედეგი მართლაც გასაოცარი აღმოჩნდა.

ინჟინრებმა გაზომეს მაჩვენებელი, რომელზეც ძრავი ცხენის ძალით მუშაობს: მზის პანელიანი სახურავის მქონე მანქანის სიმძლავრე 6,4 ცხენის ძალა იყო, მაშინ, როცა გაზონის საკრეჭ ზოგიერთ მანქანას 18 ცხენის ძალა აქვს.

როგორც დაგეგმილია, პირველი ათი ავტომობილი Lightyear One 2019 წელს გამოვა. ამ დრომდე, სრულად მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომანქანები არარეალისტურად მიიჩნეოდა და საუკეთესო გამოსავლად ისახებოდა ნაწილობრივ მზის ენერგიაზე მომუშავე (SAEV) მანქანები, რამაც გარბენს ასობით კილომეტრი უნდა დაუმატოს.

 

მაგრამ როგორც ნიდერლანდური კომპანია Lightyear-ი გვპირდება, ისინი შექმნიან მანქანას, რომელიც არა მხოლოდ მთლიანად მზის ენერგიაზე იმუშავებს, არამედ დაძლევს ამ ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკამათო გამოწვევას, მაგალითად წყვეტილობას და დაბალ წარმადობას.

უკვე წლებია, საკუთარ კონცეპტზე მუშაობს ხუთი მწარმოებელი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პროექტი ჯერ მაინც ადრეულ ეტაპზეა, ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ვინმე შესძლებს მთლიანად ამოავსოს ნაპრალი, რომელიც ნაწილობრივ და სრულად მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილების ტექნოლოგიაში არსებობს.

მაგრამ, მსოფლიოში მაინც შეიმჩნევა გარკვეულწილად იმედისმომცემი ნიშნები. მაგალითად, 2017 წელს, Byron Bay Railroad Company-მ შექმნა სრულად მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი მატარებელი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სატრანსპორტო საშუალების გარბენი ძალიან შეზღუდულია, ნათლად აჩვენებს, რომ მთლიანად მზის ენერგიაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები ნამდვილად ჯდება შესაძლებლობათა სამეფოში.

მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით