თურქეთში ეროვნული წარმოების პირველი ელექტრომობილი წარადგინეს
თურქეთში ეროვნული წარმოების პირველი ელექტრომობილი წარადგინეს

თურქეთმა ეროვნული წარმოების პირველი ელექტრომობილი წარადგინა. თურქეთის ხელისუფლება წლიურად 175 000 ელექტრო ავტომობილის წარმოებას გეგმავს, 13-წლიანი პროექტის ბიუჯეტი კი 22 მილიარდი ლირაა (3.7 მილიარდი დოლარი). პროექტის განხორციელება თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის და ქვეყნის მმართველი პარტიის გრძელვადიანი ამოცანაა, რომ თურქეთის, როგორც მზარდი ეკონომიკის ქვეყნის დემონსტრირება მოხდეს.

ავტომობილის წარდგენის ცერემონიაზე თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყნის მიზანი არის არა მხოლოდ შიდა ბაზრის ათვისება, არამედ ხელისუფლებას სურს, ახალი ელექტრომობილი გლობალური ბრენდი გახდეს და ეს ევროპიდან დაიწყოს.