საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვარში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შეტყობინება 112-ზე მოქალაქისგან შევიდა, რომლის განცხადებით, სასტუმროს ფანჯრიდან მტკვარში ადამიანი დაინახა.