თბილისში, „ბუდა ბარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვარში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა მტკვრიდან ცხედარი უკვე ამოიტანეს.
ადგილზე მაშველებთან ერთად ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.