თბილისში შესაძლოა, პროექტი „საათი გიგანტურ ბორბალზე“ განხორციელდეს, რომელიც მთაწმინდაზე არსებულ „გიგანტურ ბორბალზე“ საათის დამონტაჟებას ითვალისწინებს.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში მერიაში შესული ინიციატივებიდან ამჟამად რამდენიმე პროექტი განიხილება.
„განიხილება რამდენიმე პროექტი, რომელთა შორის ერთ-ერთია – „საათი გიგანტურ ბორბალზე“. აღნიშნულმა იდეამ, სხვა ინიციატივებთან ერთად, მოწონებათა განსაზღვრული რაოდენობა დააგროვა, რის შემდეგაც დავავალე „თბილსერვისის“ ხელმძღვანელობას, ჩაეტარებინათ გამოკითხვამ რამდენად შესაძლებელი იყო ამ პროექტის განხორციელება და დაახლოებით რა თანხები იქნებოდა საჭირო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებით ორი კომპანია დაინტერესდა „ფილიპსი“ და „იგუცინი“.
„მოგვაწოდეს პროექტი, რომელიც შეიძლება, განხორციელდეს“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, პროექტის აღწერაში იდეის ავტორი მიუთითებდა, რომ გიგანტური ბორბლის“ საათი ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცევა და ტურისტული თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველი შეიძლება აღმოჩნდეს, რაშიც ეთანხმება.
ამასთან, მისი თქმით, „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში, ორი პროექტის განხორციელება იწყება, ესენია დედაქალაქში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების დამონტაჟება და ნარჩენების მართვა.