მთაწმინდისა და სამგორის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

07:17, 21.05.2020

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

მთაწმინდის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ კოსტავას ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

მსგავსი