მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია
მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ცეცხლი 150-300 კვ.მ. ფართობზე გავრცელდა. ადგილზე 50-მდე მეხანძრე-მაშველი და ხუთი ავტოცისტერნა მუშაობს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.