მთავრობა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სავალდებულო საგანგებო მარაგების შენახვის ვალდებულების მიზნით ახალი კანონპროექტის მომზადებას აპირებს
მთავრობა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სავალდებულო საგანგებო მარაგების შენახვის ვალდებულების მიზნით ახალი კანონპროექტის მომზადებას აპირებს. ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის 2024 წლის სამოქმედო გეგმაში, რომელიც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პარლამენტს წარუდგინა.
მთავრობის განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სავალდებულო საგანგებო მარაგების შენახვის ვალდებულებას და აღნიშნული მიზნით, კანონპროექტის შესაბამისად, დაწესდება შესაბამისი სუბიექტების უფლება/მოვალეობები და დადგინდება შესაბამისი პროცედურები.
„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორეს მხრივ, „ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, თავისი კანონმდებლობა დაუახლოვოს ევროკავშირის კანონმდებლობას, მათ შორის, 2009 წლის 14 სექტემბრის საბჭოს 2009/119/EC დირექტივას, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, შეინახონ გადაუმუშავებელი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მინიმალური მარაგები“, – ნათქვამია მთავრობის გეგმაში.