საქართველოში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტი მომზადდა
საქართველოში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტი მომზადდა

საქართველოში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტი მომზადდა. პირველი არხის ინფორმაციით, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება 17 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიმიტრი ცქიტიშვილი, აკაკი ზოიძე, სოფო კილაძე და თამარ ხულორდავა არიან.

კანონპროექტის გათვალისწინებით, შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით, შრომის ბაზარზე ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგში არსებული საწარმოებისთვის ოპერირების ერთიანი სტანდარტი განისაზღვრება.

ასევე დამსაქმებლისა და დასაქმებულის, მათ შორის უსაფრთხოების დაცვაზე პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული ნებისმიერი პირისა და შრომის ინსპექციის უფლება-მოვალეობები გაიმიჯნება.

ამას გარდა, ცვლილებებით, ქმედითი და ეფექტური ინსპექტირებისთვის აუცილებელი საჭირო სამართლებრივი ბაზა დგინდება.