მთავრობა 2020 წელს საშინაო ვალის სახით მისაღები სახსრების გეგმას 300 მილიონი ლარით ზრდის
მთავრობა საშინაო ვალის სახით 2020 წელს მისაღები სახსრების გეგმას 300 მილიონი ლარით ზრდის. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განახლებული ვერსიით, 900 მილიონის ნაცვლად, საშინაო ვალი მომავალ წელს 1.2 მილიარდი ლარით გაიზრდება.
„დამატებითი რესურსების მოზიდვა უკავშირდება ქვეყანაში ფინანსური რეზერვების (ე.წ. ბუფერების) შექმნას. გასათვალისწინებელია, რომ 2021 წელს იწურება 2011 წელს გამოშვებული ევრობონდების ვადიანობა და საჭირო იქნება მათი რეფინანსირება ან გამოსყიდვა. ორივე შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავისუფალი მარაგის არსებობა, რაც თავის მხრივ, გარკვეულ გავლენას ახდენს გამოსყიდვისა და რეფინანსირების პროცესზე“, – წერია ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში.
2018 წელს საშინაო ვალი 422.3 მილიონი ლარით გაიზარდა, 2019 წლის გეგმა კი, 900 მილიონ ლარია.