2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5 პროცენტამდე შემცირდა
2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5 პროცენტამდე შემცირდა

მთავრობამ პარლამენტს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განახლებული ვერსია წარუდგინა. პირველ და მეორე წარდგენასთან შედარებით, დოკუმენტში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5-დან 4.5 პროცენტამდე არის  შემცირებული.

როგორც ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციების შედეგად, მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის მცირდება 5.0 პროცენტიდან 4.5 პროცენტამდე, მომდევნო წლებში კი, ეტაპობრივად იზრდება და 2023 წლისთვის 5.5 პროცენტის ფარგლებშია პროგნოზორებული.

ამასთან, 2019 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო ეკონომიკის რეალური ზრდის 4.5 პროცენტიან მაჩვენებელზე. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით კი, იანვარ-ოქტომბერში ზრდა 5.1 პროცენტს შეადგენს.