მსოფლიოში ნავთობის ფასი იზრდება
მსოფლიოში ნავთობის ფასი იზრდება

სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ნიუ იორკისა და ლონდონის ბირჟებზე დაფიქსირებული ნედლი ნავთობის ფიუტჩერსების ფასები სამი თვის მაქსიმუმზეა.

აღნიშნული შედეგი მსოფლიოს მასშტაბით საწვავზე მოთხოვნილების ზრდამ განაპირობა.

ნავთობის ფასების ზრდას დამატებით ხელი შეუწყო, ოპეკის წევრი და არაწევრი ქვეყნების გადაწყვეტილებამ, ნავთობის მოპოვება შეამცირონ.

„მსოფლიო ხედავს ნავთობის ფასების ზრდის ტენდენციას, რომლის შეჩერებასაც მხოლოდ პანდემიის განმეორებითი გამოჩენა თუ შეძლებს, ამ შემთხვევაში, კვლავ შემცირდება საწვავის მოხმარება და შესაბამისად მასზე მოთხოვნაც“, -აცხადებს კომპანია ეჯეინ ქეფითალის (Again Capital) წარმომადგენელი ჯონ კილდუფი.

„ბრენტის“ (Brent) ტიპის ნავთობის ფასების ზრდის შესაძლებლობას ოპტიმისტურად უყურებენ ამერიკის ბანკის ( Bank of America) ანალიტიკოსები, რომელთა ვარაუდითაც, მსოფლიოში არსებული ნავთობის მარაგების ჭარბი რაოდენობა მომდევნო თვეში შემცირდება, ხოლო აღნიშნული დეფიციტის შევსება ბუნებრივად ნავთობზე ფასების ზრდას გამოიწვევს.

მიუხედავად პოზიტიური პროგნოზებისა, ნავთობის ფასებმა მცირედით კორექტირება განიცადა.

„ბრენტის“ (Brent) ნავთობის ფიუტჩერსების ფასები 0.46 პროცენტით შემცირდა და ბარელზე 42.88 დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება დასავლეთ ტეხასური ნავთობის (WTI) ფიუტჩერსების ფასებს, 0.61 პროცენტით შემცირდა და ბარელზე 40.48 დოლარით განისაზღვრა.