მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნარკოკარტელის ლიდერი აშშ-ში დააკავეს
აშშ-ში დააკავეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნარკოკარტელის, „სინალოას“ ლიდერი ისმაელ „ელ მაიო“ სამბადა. ამერიკელმა ფედერალურმა აგენტებმა სამბადა ტეხასის ქალაქ ელ-პასოში, ერთ-ერთ კერძო აეროპორტში დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი ცნობილი ნარკობარონის, ხოაკინ „ელ ჩაპო“ გუსმანის შვილი – ხოაკინ გუსმან ლოპესი.
სამბადამ ნარკოკარტელი „სინალოა“ ხოაკინ „ელ ჩაპო“ გუსმანთან ერთად დაარსა. აჟამად „ელ-ჩაპო“ აშშ-შია დაპატიმრებული.
თებერვალში აშშ-ის ხელისუფლებამ სამბადას ბრალი „ფენტანილის“ დამზადებისა და გავრცელების მიზნით შეთქმულებაში დასდო ბრალი.
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გერლენდმა განაცხადა, რომ სამბადა და ლოპესი ხელმძღვანელობენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და სასტიკ ნარკოკარტელს.
აშშ-ის ხელისუფლება „ფენტანილის“ გავრცელებას ქვეყანაში შექმნილ ოპიოიდურ კრიზისს უკავშირებს.
„„ფენტანილი“ ყველაზე მომაკვდინებელი ნარკოტიკული საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა აღმოჩენილა, და იუსტიციის დეპარტამენტი არ მოისვენებს, ვიდრე ნარკოკარტელების თითოეული ლიდერი, წევრი და მათთან დაკავშირებული პირი, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ჩვენი მოქალაქეების მოწამვლაში, პასუხისგებაში არ მიეცემა“, – განაცხადა გერლენდმა.