ევროპოლმა, ბრაზილიის პოლიციასთან თანამშრომლობით, ნარკოკარტელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია ჩაატარა
ევროპოლმა, ბრაზილიის პოლიციასთან თანამშრომლობით, ნარკოკარტელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია ჩაატარა

ევროპოლმა, ბრაზილიის პოლიციასთან თანამშრომლობით, ნარკოკარტელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია ჩაატარა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია 45 ადამიანი. რეიდები ჩატარდა ბრაზილიაში ესპანეთში, ბელგიასა და დუბაიში.

როგორც ჰააგაში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპოლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, სპეცოპერაციაში ათასამდე სამართალდამცველი მონაწილეობდა, ჩხრეკა ჩატარდა 180-მდე მისამართზე.

ბრაზილიაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, დაყადაღდა უძრავი ქონების 160 ობიექტი და 37 თვითმფრინავი. გარდა ამისა, ბრაზილიაში, ბელგიასა და ესპანეთში დაყადაღებულია 70 ძვირადღირებული ავტომობილი, პორტუგალიაში კი 12 მილიონი ევრო ნაღდი ფული ამოიღეს.

ევროპოლის მონაცემებით, ნარკოკარტელის წევრებს ევროპაში საზღვაო გზით, ყოველწლიურად სულ მცირე, 45 ტონა კოკაინი შეჰქონდათ.

დატოვე კომენტარი