ბრაზილიაში ნარკოკარტელების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ბრაზილიაში ნარკოკარტელების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ბრაზილიის პოლიციამ ნარკოკარტელების წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში 400-ზე მეტი ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა.

როგორც „როიტერი“ ბრაზილიის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, 19 შტატსა და ფედერალურ ოლქში დაკავებულია სულ 422 ადამიანი, ჩატარდა ჩხრეკა 201 მისამართზე, ამასთან გაყინულია ანგარიშები 46 მილიონი დოლარის ოდენობის თანხით.

დაკავებულებს ბრალი წარედგინებათ ფულის გათეთრებაში, ნარკოვაჭრობაში, კრიმინალური ორგანიზაციების ხელმძღვანელობაში.

ოპერაცია მიმართული იყო დაჯგუფება „დედაქალაქის პირველი გუნდის“ (Primeiro Comando da Capital, PCC) წინააღმდეგ, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კრიმინალური დაჯგუფებაა. ის ათობით ათასს წევრს აერთიანებს.