მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, იაპონელმა ნაომი ოსაკამ ახალი მწვრთნელი იპოვნა. ეს არის ამერიკელი ჯერმეინ ჯენკინსი, რომელიც თანამემამულე ვინუს უილიამსის სპარინგ-პარტნიორად მუშაობდა.
ოსაკამ გერმანელ სპეციალისტთან საშა ბაინთან თანამშრომლობა თებერვალში შეწყვიტა. სწორედ ბაინის ხელმძღვანელობით მოიპოვა ნაომიმ თავის კარიერაში სამი ყველაზე დიდი გამარჯვება – ინდიან უელსში, აშშ-ის ღია პირველობაზე და ავსტრალიის ღია პირველობაზე. აგრეთვე, სათავეში ჩაუდგა ქალთა კლასიფიკაციას.
მომდევნო კვირას, ოსაკა ტიტულის დაცვას ინდიან უელსში დაიწყებს.