ამერიკელმა გეილ ფალკენბერგმა, რომელიც ყველაზე ასაკოვან პროფესიონალ ჩოგბურთელად არის მიჩნეული, 2023 წელს კარიერა განაახლა.
ფალკენბერგმა, რომელსაც 6 იანვარს 76 წელი შეუსრულდა, ვერო ბიჩში (ფლორიდას შტატი) ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გმართულ ტურნირში თანამემამულე ალანა სმიტის წინააღმდეგ ითამაშა და 0:6, 0:6 დამარცხდა.
ცნობილია, რომ ფალკენბერგმა პროფესიული კარიერა 38 წლის ასაკში დაიწყო და ორი წლის შემდეგ, 1987 წელს მსოფლიო რეიტინგში 360-ე ადგილამდე მიაღწია.
2013 წელს, როცა ფალკენბერგი 66 წლის იყო, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ერთ-ერთ ტურნირზე მსოფლიოს მომავალი პირველი ნომრის, იაპონელი ნაომი ოსაკას წინააღმდეგ ითამაშა და 0:6, 0:6 წააგო.
გასულ წელს ფალკენბერგმა ხუთი მატჩი ჩაატარა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ტურნირებში და ყველაში ისე დამარცხდა, რომ გეიმიც ვერ აიღო. მისი ბოლო გამარჯვება 2016 წლის აპრილით თარიღდება.