მსოფლიოს პირველ ჩოგანს ახალი მწვრთნელი ჰყავს
მსოფლიოს პირველ ჩოგანს ახალი მწვრთნელი ჰყავს

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, იაპონელმა ნაომი ოსაკამ ახალი მწვრთნელი იპოვნა. ეს არის ამერიკელი ჯერმეინ ჯენკინსი, რომელიც თანამემამულე ვინუს უილიამსის სპარინგ-პარტნიორად მუშაობდა.

ოსაკამ გერმანელ სპეციალისტთან საშა ბაინთან თანამშრომლობა თებერვალში შეწყვიტა. სწორედ ბაინის ხელმძღვანელობით მოიპოვა ნაომიმ თავის კარიერაში სამი ყველაზე დიდი გამარჯვება – ინდიან უელსში, აშშ-ის ღია პირველობაზე და ავსტრალიის ღია პირველობაზე. აგრეთვე, სათავეში ჩაუდგა ქალთა კლასიფიკაციას.

მომდევნო კვირას, ოსაკა ტიტულის დაცვას ინდიან უელსში დაიწყებს.