მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია - დაბინძურებული ჰაერის გამო, ყოველწლიურად შვიდი მილიონი ადამიანი იღუპება
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია - დაბინძურებული ჰაერის გამო, ყოველწლიურად შვიდი მილიონი ადამიანი იღუპება

დედამიწის ყოველი ათი მცხოვრებიდან, ცხრა დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. ექსპერტების განცხადებით, ყველაზე რთული ვითარება კვლავ აზიასა და აფრიკაშია.

ორგანიზაციის მიერ მომზადებული დოკუმენტის დასკვნით ნაწილში ნათქვამია, რომ დაბინძურებული ჰაერის გამო, ყოველ წელს დედამიწაზე მცხოვრები შვიდი მილიონი ადამიანი იღუპება. მედიკოსების განცხადებით, გულის სხვადასხვა დაავადებების, ინსულტისა და ფილტვების კიბოს გამომწვევი ძირითადი მიზეზი დაბინძურებული ჰაერია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო წლებში მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების კუთხით ვითარება არ შეცვლილა. მათივე თქმით, ღარიბ ქვეყნებში საკვების მოსამზადებლად და გასათბობად კვლავ იყენებენ ნავთს და ქვანახშირს. სპეციალისტების შეფასებით, ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში შედიან ქალები და ბავშვები.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიში თანამგზავრიდან მიღებულ მონაცემებს ეყრდნოდბა და 4 300-ზე მეტი ქალაქს მოიცავს.