ნიუ დელიში ჰაერის დაბინძურების გამო ავტომობილების გადაადგილება ერთი კვირით შეიზღუდება
ნიუ დელიში ჰაერის დაბინძურების გამო ავტომობილების გადაადგილება ერთი კვირით შეიზღუდება

ნიუ დელიში ჰაერის დაბინძურების გამო ავტომობილების გადაადგილება ერთი კვირით შეიზღუდება.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, 13 ნოემბრიდან 20 ნოემბრამდე ქალაქში დღეგამოშვებით იმოძრავებენ მხოლოდ ლუწი ან კენტი სანომრე ნიშნების მქონე მანქანები.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ნიუ დელიში უკვე ზედიზედ მესამე დღეა, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი რეკორდულად მაღალ ნიშნულს აღწევს, რის გამოც ქალაქში 10 ნოემბრამდე დახურეს სკოლები.

მთავრობა შიშობს, რომ უახლოეს დღეებში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი გაუარესდება, რაც მოახლოებულ ინდუისტურ დღესასწაულს უკავშირდება, რომლის დროსაც მოქალაქეები ფოიერვერკებს ისვრიან.

„როიტერის“ ინფორმაციით, ნიუ დელი ჰაერის დაბინძურებით მსოფლიოში ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მყოფი ქალაქების ნუსხაში ხშირად ხვდება.