მოზარდს, რომელიც ფონიჭალაში მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა, ოპერაცია უტარდება
14 წლის გოგონას, რომელიც ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა, ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
მოზარდი „ნიუ ჰოსპიტალსშია“ მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, გოგონას მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა ფონიჭალაში რამდენიმე საათის წინ მოხდა. 14 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანას მუხლით დაიწყო.