ფონიჭალაში 14 წლის მოზარდი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა
ფონიჭალაში 14 წლის მოზარდი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა

თბილისში, ფონიჭალაში 14 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა.

მოზარდი „ნიუ ჰოსპიტალსშია“ გადაყვანილი. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმები აცხადებენ, რომ პირველადი ინფორმაციით, პაციენტს მოტეხილობები აღენიშნება. მოზარდს დამატებითი კვლევები უტარდება.

საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი