მოწმე - „წითელ პარკში“ შეკრებილი ბიჭები აგრესიულად საუბრობდნენ და გოგოს სახელს ახსენებდნენ
მოწმე - „წითელ პარკში“ შეკრებილი ბიჭები აგრესიულად საუბრობდნენ და გოგოს სახელს ახსენებდნენ

„წითელ პარკში“ გუშინ მოზარდებს შორის მომხდარ კონფლიქტს მეეზოვე, იუზა პაპუნაშვილი შეესწრო.

როგორც მეეზოვემ პირველ არხთან განაცხადა, პარკში, დაახლოებით 19:30 წუთზე ათამდე ბიჭი ერთმანეთს აგრესიულად მიმართავდა და გოგოს სახელს ახსენებდა, რასაც სავარაუდოდ დაპირისპირება მოჰყვა.

„ათი ბიჭი იქნებოდა დაახლოებით რვის ნახრვარზე, ძალიან ხმამაღლა საუბრობდნენ, აგრესიულად იყვნენ ერთმანეთის მიმართ განწყობილი, აგინებდნენ და ახსენებდნენ ვიღაც გოგოს სახელს, სამი ბიჭი გამოირჩეოდა აგრესიით რაც მე შევატყვე,მე წამოვედი და ჩემი საქმე გავაკეთე, პარკს ვასუფთავებდი და 20 წუთში უკან დავბრუნდი. დაბრუნებულს იქ აღარავინ დამხვდა. რამდენიმე წუთშუ პოლიციელებიც მოვიდნენ და ბევრი სისხლი იყო დაქცეული. მერე გავიგე, რომ 2 ბიჭი დაუჭრიათ. წამიყვანეს გუშინ პოლიციაში, მთელი ღამე იქ ვიყავი, დაგვკითხეს. დავინახე, ერთმანეთს აგრესიულად ეპყრობოდნენ. ერთ ბიჭს აგინებდა სამი ბიჭი, ძალიან ხმამაღლა“, – ამბობს მეეზოვე.

შეგახსენებთ, 35-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე გუშინ საღამოს წითელ ბაღის ტერიტორიაზე დაჭრეს. მოზარდები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ორივე დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაჭრილი საფეხბურთო კლუბ „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.