ექიმის ინფორმაციით, დაჭრილი მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია, ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება
რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანილი დაჭრილი მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა, თეა თავართქილაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება.
„გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს 20:00 საათისთვის ორმა პირმა მიმართა. ორივეს აღენიშნება გულ-მკერდის წინა ზედაპირზე თითო ჭრილობა. ჭრილობები არის შემავალი. პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური. ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებია და არ არის სიცოცხლისათვის შეუთავსებელი. ამ ეტაპზე დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან“, – განაცხადა თეა თავართქილაძემ.
ექიმის თქმით, ორივე მოსწავლე 17 წლისაა.