მოსკოვში სროლის შედეგად დაჭრილი კიდევ ერთი სამართალდამცველი დაიღუპა
მოსკოვში სროლის შედეგად დაჭრილი კიდევ ერთი სამართალდამცველი დაიღუპა

მოსკოვში სროლის შედეგად დაჭრილი კიდევ ერთი სამართალდამცველი დაიღუპა.

ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს. უწყებაში ასევე დაადასტურეს, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ცეცხლი 39 წლის ევგენი მანიუროვმა გახსნა.

„შედეგად, ერთი სამართალდამცველი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს“, – ნათქვამია რუსეთის საგამოძიები კომიტეტის განცხადებაში.

ინციდენტის შემდეგ კიდევ ხუთი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთი სამოქალაქო პირი.

მოსკოვში, „ეფესბეს“ შენობასთან ცეცხლი 19 დეკემბერს საღამოს გახსნეს.