მედიის ცნობით, სერბეთის პრეზიდენტი კოსოვოში დაკავებული სამი პოლიციელის გათავისუფლებას გამორიცხავს
მედიის ცნობით, სერბეთის პრეზიდენტი კოსოვოში დაკავებული სამი პოლიციელის გათავისუფლებას გამორიცხავს

სერბეთის პრეზიდენტი კოსოვოში დაკავებული სამი პოლიციელის გათავისუფლებას გამორიცხავს, – ამის შესახებ Euroactiv-ი წერს.

ალექსანდრ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ, საერთაშორისო თანამეგობრობის მზარდი მოწოდების ფონზე, სერბეთის ხელისუფლების მიერ დაკავებული სამი პოლიციელი ბრალს ვერ გაექცევა.

კოსოვოს ხელისუფლების ცნობით, პოლიციელები იმყოფებოდნენ უკანონო კონტრაბანდის მარშრუტთან, საზღვრიდან დაახლოებით 300-500 მეტრით დაშორებით, კოსოვოს ტერიტორიაზე, როდესაც ისინი სერბეთის ხელისუფლებამ დააკავა.

ვუჩიჩის განცხადებით, მას აქვს მტკიცებულებები, რომ ოფიცრები სერბეთში იმყოფებოდნენ.

მანამდე, აშშ-მა განაცხადა, რომ სერბეთმა „დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს სერბეთის მიერ დაკავებული სამი კოსოვოელი პოლიციელი“.

ცნობისთვის, კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობაა. კოსოვოს მთავრობამ აკრძალა სერბეთის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების კოსოვოს ტერიტორიაზე შესვლა, რასაც წინ უძღოდა სერბეთის უსაფრთხოების ძალების მიერ სამი კოსოვოელი პოლიციელის დაკავება. სერბეთსა და კოსოვოს შორის დაძაბულობა უკავშირდება კოსოვოს ჩრდილოეთით ჩატარებულ არჩევნებს, რომელსაც იქ მცხოვრებმა სერბებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.