უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ქალაქ ხერსონის სარკინიგზო სადგურზე რუსეთის იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი პოლიციელი
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ქალაქ ხერსონის სარკინიგზო სადგურზე რუსეთის იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი პოლიციელი

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ქალაქ ხერსონის სარკინიგზო სადგურზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა. კიდევ ოთხი კი დაშავდა. ორი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ხერსონის სარკინიგზო სადგურზე რუსეთის თავდასხმის მომენტში ადგილზე უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სადგურიდან ევაკუირებულია 140 მოქალაქე.

უკრაინის რკინიგზაში აცხადებენ, რომ რუსეთის არმიის დარტყმის შედეგად დაზიანდა სადგურის შენობა და ერთ-ერთი სარკინიგზო შემადგენლობა.

მომხდარის შემდეგ ადგილობრივმა პოლიციამ რკინიგზის სადგურთან პატრულირება გააძლიერა.