ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ყოფილ პოლიციელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ყოფილ პოლიციელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

სარა ევერარდის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ყოფილ პოლიციელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბრიტანეთი პოლიციის ყოფილ ოფიცერს, უეინ კაზენსს, რომელმაც ლონდონის მკვიდრი სარა ევერარდი გაიტაცა და შემდეგ დაახრჩო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

უეინ კაზენსმა სარა ევერარდი 3 მარტს გაიტაცა, როდესაც მეგობრისგან სახლში ბრუნდებოდა. კაზენსმა მას მოტყუებით დაკავების ორდერი აჩვენა და ნაქირავები მანქანით გაიტაცა.

ერთი კვირის შემდეგ, ევერარდის ცხედარი ტყეში იპოვეს, აშფორდის მახლობლად, კენტის საგრაფოში. მისი ვინაობის დადგენა კბილებზე ჩატარებული კვლევით გახდა შესაძლებელი. გაკვეთამ დაადგინა, რომ ევერარდი მოხრჩობის შედეგად გარდაიცვალა.

კაზენსი საპარლამენტო და დიპლომატიური უსაფრთოების სამსახურში მუშაობდა, რომლის ძირითად მოვალეობას დიპლომატიურ უბნებში პატრულირება წარმოადგენდა. 3 მარტს მან ქუჩაში გააჩერა სარა ევერარდი, გაიტაცა, გააუპატიურა და შემდეგ დაახრჩო. კვალის დაფარვის მიზნით, კაზენსმა ევერარდის სხეული დაწვა და მახლობელ აუზში ჩააგდო, რომელიც ერთი კვირის შემდეგ პოლიციის ძაღლებმა იპოვეს.

კაზენსი მისივე სახლში დააპატიმრა პოლიციამ, როდესაც სარა ევერარდის გატაცებისთვის ნაქირავებ მანქანას მიაკვლია. მან სასამართლოს პირველივე მოსმენაზე აღიარა საკუთარი დანაშაული.

პროკურატურამ კაზენსისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯა მოითხოვა, ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნის გარეშე. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, ის დეპრესიაშია და ნანობს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

აღსანიშნავია, რომ სარა ევარარდის სხეულის აღმოჩენის შემდეგ, პარლამენტის შენობასთან და პოლიციის ოფისთან აქცია გაიმართა ქალთა მიმართ ძალადობის გასაპროტესტებლად, რასაც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოჰყვა.