მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა, დაშავებულია 121 ადამიანი
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა, დაშავებულია 121 ადამიანი

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა. განახლებული მონაცემებით, დაშავებულია 121 ადამიანი.

თავდასხმასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ოთხი სავარაუდო ტერორისტი.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ ბრიანსკის ოლქში ცეცხლი გაუხსნა სავარაუდო ეჭვმიტანილთა „რენოს“ მარკის ავტომობილს, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაშავებულია და საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.

მედიაში ასევე ვრცელდება ექვსიდან ოთხი ეჭვმიტანილის ვინაობა. ისინი 21-და 51 წლამდე ასაკის სავარაუდოდ, ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.