რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორმა „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმაში უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო დაადანაშაულა
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორმა „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმაში უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო დაადანაშაულა

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორმა, ალექსანდრე ბორტნიკოვმა „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმაში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო დაადანაშაულა.

ამის შესახებ „ტასი“ წერს.

„გამოძიება გრძელდება, მაგრამ შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვა პირდაპირ იყო ჩართული ამ თავდასხმაში“, – აცხადებს ბორტნიკოვი.

მოსკოვის გარეუბანში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა 22 მარტს მოხდა, რის შედეგადაც 143 ადამიანი დაიღუპა.

რუსეთში განაცხადეს, რომ დააკავეს 11 ადამიანი, მათ შორის ოთხი უშუალო შემსრულებელი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.