მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის დირექტორი რომან რუბანოვი დააკავეს
მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის დირექტორი რომან რუბანოვი დააკავეს.
როგორც ალექსეი ნავალნის შტაბის წარმომადგენელი ლეონიდ ვოლკოვი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რუბანოვი 28 იანვრის აქციის ორგანიზების გამო დააკავეს. ამასთან, რუბანოვი პოლიციის განყოფილებაში ისე გადაიყვანეს, რომ დაკავების მიზეზები არ განუმარტეს.
28 იანვარს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ორგანიზებით, რუსეთის ათობით ქალაქში საპორტესტო გამოსვლები გაიმართა, რა დროსაც 350-მდე აქტივისტი დააკავეს.
ნავალნიმ ამომრჩევლებს გაფიცვისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი კანდიდატურის საპრეზიდენტო არჩევნებზე დარეგისტრირებაზე უარი თქვა.